რუსთავში სამეუფეო რეზიდენციას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება

0
380

აღნიშნული სამუშაოებისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტჩიიდან ირკვევა, სამუშაოებისთვის 118 027 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით რეზიდენციის სრული რეკონსტრუქცია მოხდება, გარემონტდება როგორც შიდა, ასევე გარე ფასადი. პროექტი შპს G.M.G წარმოადგინა.
სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი მერიამ გუშინ გმოაცხადა, წინადადებების მიღება კი 6 მაიის დაიწყება და 11 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვე აქვს განსაზღვრული.

კომენტარები გამორთულია