სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

0
265

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისათვის თანხის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ი.ქ დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერს ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემას გულისხმობს და ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები გამორთულია