300 000 ათასი ლარი საკანალიზაციო სისტემის მოსაწერიგებლად

0
162

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხები გამოყო.
ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტეს ფონდიდან 300 000 ლარი ხვდა წილად. აღნიშნული თანხა დაბა მანგლისში თამარ მეფის, სტალინის და დემეტრაშვილის ქუჩებზე საკანალიზიაციო სისტემები მოწესრიგებას მოხმარდება. პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 332 500 ლარს შეადგენს, თუმცა თეთრიწყარომ, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მხოლოდ 300 000 ლარი მიიღო.
საქართველოს მასშტაბით მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 17 მუნიციპალიტეტი დაფინასდა, საერთო თანხა კი 4 923 173 ლარს შეადგენს.

კომენტარები გამორთულია