ვინ მოიაზრება ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე

0
1323

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის გუბენრატორი პაატა ხიზანაშვილი თანამდებობას ტოვებს. მიუხედავად ამისა, ის ამ დრომდე აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყობს და არც ადასტურებს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პაატა ხიზანაშვილის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ კანცელარიაში 18 აპრილს შევიდა. წერილში მითითებული და დასახელებული მიზეზი წასვლის შესახებ არ არის.

“ტელეგრაფის” ინფომრაციით მის პოსტზე გურამ ამირიძე განიხილება, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის, რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

გურამ ამირიძე 1961 წლის 26 სექტემბერს ქალაქ თბილისსში დაიბადა.

განათლება:

1968-1978 ქ. რუსთავის №7 რუსული საშუალო სკოლა

1979-1985  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი

2002 მედიცინის დოქტორი

სამუშაო გამოცდილება

03.03.2016 მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწუნებულის–გუბერნატორის  პირველი მოადგილე;

1985-1991 საქართველოს უროლოგიისა და ნევროლოგიის ინსტიტუტი, ექიმი უროლოგი;

1991-1996 საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის მედიცინის ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

1996-1998 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო განყოფილების უფროსის მოადგილე

1998-2005 სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსი

2005-2007 ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS GEORGIA”-ს ვიცე-პრეზიდენტი

2007-2016 შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი)სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს მოსახლეობის დაცვისა და მომზადების სამსახურის უფროსის მოადგილე,

პოლიციის პოლკოვნიკი.

არაკომერციული-ჰუმანიტარული საქმიანობა:

1991-დღემდე საქართველოში პირველი ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS GEORGIA” – ს ვიცე-პრეზიდენტი.აშშ მისურის შტატის ქ.კოლამბიას საპატიო მოქალაქე.

1995-დღემდე დიაბეტიან ბავშვთა ყოველწლიური საზაფხულო სასწავლო ბანაკის ორგანიზატორი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და   “ACTS GEORGIAS” _ს თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები:

1991-2012 ქ.თბილისის და რეგიონალური საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვილობითა და გადაუდებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1998წ-საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური ჰოსპიტალის აღდგენა.

1998- დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო ამბულატორიების,ბაღების,სკოლების,მიუსაფარ ბავშვთა სახლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;

2006წ-ბალღოჯანის ამბულატორია.

2007წ-სოფ.დიდი თონეთი,ამბულატორია.

2007წ-ქ.თბილისის სარეაბილიტაციო-მეთოდური ცენტრი(დაუნის სინდრომი)

2007წ-დმანისის სარეაბილიტაციო ცენტრი

2008წ-ქ.გორის საბავშვო პოლიკლინიკა

2009წ-გორის სპორტსკოლა

2009წ-ქ.თბილისის მიუსაფარ ბავშვთა სახლი (სათნოება)

2010წ-სოფ.ტყვიავის ამბულატორია

2016-2017- მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწუნებულის–გუბერნატორის  მოადგილე

კომენტარები გამორთულია