მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველობათა ასოციაციის საწევროსთვის თანხის გაცემის საკითხი გადადო

0
373

დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე გამგებლის სახელზე შესული წერილის მიხედვით თანხის გამოყოფაზე უარი, ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო თქვეს. საკრებულოს წევრების განმარტებით, მოხდება მომდევნო სხდომისთვის „ნალას“ მიერ შესრულებული სამუშაოების განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მათთვის თანხის მიცემის საკითხი. დეპუტატების თქმით, თუ საჭირო იქნება მომდევნო სხდომაზე მოხდება ასოციაციის წარმომადგენლების მიწვევა, რადგან დეტალურად იქნას აღწერილი მათი მიზანი და შესაბამისად თანხის მიზნობრიობა, რომელსაც ისინი მუნიციპალიტეტიდან მიიღებენ.

თვითმმართველობათა ასოციაციის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე შესული წერილის მიხედვით, მარნეულმა ასოციაციას 5000 ლარამდე თანხა უნდა ჩაურიცხოს. საკითხი დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს თუმცა მისი გადადება, უახლოესი საკრებულოს სხდომაზე მოხდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნალას“ პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები გამორთულია