“მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”

0
168

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის’’ კამპანიის ,,მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ’’ ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის კონკურსი გაიმართა. კონკურსი რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქალაქის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა და მასში ქალაქის 17 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. მოსწავლეთა მიერ გადაღებული, ოჯახში ძალადობის ამსახველი შინაარსის 18 ვიდეორგოლი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსში პირველი ადგილი #28 საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი, #3 და #9 საჯარო სკოლებმა დაიკავეს. სამი საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორი სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს წევრები და და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წაემომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები გამორთულია