ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი

0
108

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ომარ დავითაშვილმა, ღია წესით დაწვა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენები. შედგა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი. მოქალაქეს განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მიმდებარედ კი, მოქალაქე მახმუდ მეხტიევმა, დაყარა 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი. შედგა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი. მოქალაქეს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 80 ლარის ოდენობით.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY