რუსთავში საბიბლიოთეკო კვირეული 2017 გაიხსნა

0
59

ა(ა)იპ ,,რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების’’ ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეული სახელწოდებით ,,იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში’’ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ მაია რაზმაძის პოეზიის საღამო ,,აპრილის თვეში სიყვარულის იწყება თქეში’’ გაიმართა. ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ქალაქის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,საბიბლიოთეკო კვირეული 2017’’ -ის ფარგლებში, ღონისძიებები რუსთავის საბიბლიოთეკო ქსელის ყველა ფილიალში ჩატარდება. მოეწყობა პოეზიის საღამოები, გამოფენები და შემეცნებითი ღონისძიებები. კვირეული 3 მაისს, საბიბლიოთეკო გაერთიანების მიერ 2016 წლის საქმიანობის პრეზენტაციითა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, საბიბლიოთეკო კვირეული ყოველი წლის აპრილში იმართება. 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე, ხოლო 30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY