სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

0
97

12-18 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 291.8 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22,907.7 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 22,907.7 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები გამორთულია