საქართველოს მთავრობამ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ დადგენილება მიიღო

0
802

დადგენილების მიხედვით საჯარო დაწესებულებაში ეთიკური გარემოს შექმნა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება მოხდება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, რაც შესაბამისად  საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას გამოიწვევს.

ეთიკისა და ქცევის წესები საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება. საჯარო მოსამსახურეებზე ეთიკისა და ქცევის წესები ვრცელდება მათთვის დადგენილ ეთიკის ან/და ქცევის სპეციალურ წესებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც 20 აპრილს იქნა მიღებული, 30 მუხლისგან შედგება სადაც კონკრეტულად არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს საჯარო მოხელე, საზოგადოებასთან მიმართებაში, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან, როგორ უნდა შეძლოს სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება, კომუნიკაცია, კოლეგიალობა, თვაზიანობა, ანგარიშვალდებულება, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.

განსაკუთრებით საყურადღებო რამდენიმე მიმართულებაა. დადგენილების თნახმად, საჯარო მოსამსახურე იღებს მხოლოდ კანონით ნებადართულ საჩუქარს და თავიდან ირიდებს ისეთი საჩუქრის მიღებას, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმცემის წინაშე. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატება მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს. მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ერთჯერადად ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრის ღირებულება არუნდა შეადგენდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ზე მეტს.

საჯარო მოსამსახურის მიერ ხალხის ერთგულება, ასევე დებულებით განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებას, საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე საჯარო მოსამსახურის მიერ სახელმწიფოს ერთგულება გულისხმობს სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების დაცვას, როგორებიცაა: დემოკრატიის პრინციპი, კანონიერების პრინციპი და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

დებულების დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3645402

კომენტარები გამორთულია