სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

0
707

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით 2017 წლის 21 აპრილს ძალაში შევიდა „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილები.

გთავაზობთ ცვლილებების სრულ რედაქციას:

შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური ან პირის მიმართვის საფუძველზე ნებისმიერი რესურსცენტრის მიერ განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
2. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები და სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს.“.
ცვლილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და მას ხელს მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აწერს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY