რუსთავი ფართომასშტაბიან დასუფთავების აქციას უერთდება

0
113

,,დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, რუსთავის მერიის ორგანიზებით, 22 აპრილს 10:00 საათზე, რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფარტომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართება.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის ხელმძღვანელი პირები, რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები, აქციას შეურთდებიან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები.

აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები გამორთულია