35 028 გადამხდელს 1 560 811 813.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

0
426

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.06.2016-21.04.2017) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 35 028 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 560 811 813.00 ლარი. მათ შორის:

ა) ნაწილით – 34 386 გადამხდელს 1 556 486 238.00 ლარი,

ბ) ნაწილით – 626 გადამხდელს 4 315 263.00 ლარი,

გ) ნაწილით – 16 გადამხდელს 10 312.00 ლარი.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი – 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;

ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

(შენიშვნა: ამ ცვლილებამდე მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის:

ა) ნაწილით – 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი,

ბ) ნაწილით – 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი,

გ) ნაწილით – 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი).

კომენტარები გამორთულია