ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა

0
812

ავღანეთში თალიბებმა ქალაქ მაზარი-შარიფთან მდებარე ბაზაზე მიიტანეს იერიში და 140 ჯარისკაცი მოკლეს.

ოფიციალური პირების ინფრომაციით, ტერორისტებმა სამხედრო ბაზას პარასკევის ლოცვის შემდეგ შეუტიეს, როდესაც ჯარისკაცების ნაწილი ბაზაზე მდებარე მეჩეთში, ნაწილი კი სასადილოში იმყოფებოდა.

თავდასხმის დროს ტერორისტები სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ გადაცმულები. ისინი ბაზაზე შეიჭრნენ, რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

ტერაქტის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია, რის გამოც ოფიციალური პირები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

მომხდარზე „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.

კომენტარები გამორთულია