კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
176
დღეს, 22 აპრილს, ქ. რუსთავში ძლიერმა ქარმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც კომპანია „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას და სატუმბო სადგურს, ელექტრო ენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.
კომპანიის სამუშაო ჯგუფი, დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 22 აპრილს, წყალმომარაგება შეეზღუდა:
ქალაქ რუსთავს.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია მოსახლეობას დამატებით მიაწოდებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის მეშვეობით.
„რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები გამორთულია