რუსთავში ძლიერი ქარის გამო დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო

0
644

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები რუსთავში ძლიერი ქარის გამო გადაიდო. ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის მასშტაბით, უნდა მომხდარიხო სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების აქცია. ასევე დაგეგმილი იყო კულტურისა და დასვენების პარკში კედლის მოხატვა და კინოჩვენება. რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა პარკში დაგეგმილი ღონისძიებები ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში ისევ შედგეს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების მასშტაბურ აქცია დღეს დაიწყო, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონი იღებს მონაწილეობას.

კომენტარები გამორთულია