უცხოელი ტურისტები ქართულ პოლიციას მადლობას უხდიან

0
1171

„მე ესპანეთიდან ვარ. ჩემი სახელია ხოსე ლუის დოლზ მარტინესი. დღეს მე და ჩემი მეგობარი ინდოეთიდან, ანშილ მუჰამედი სამცხე-ჯავახეთში ვიყავით დიდი აბულის სანახავად. ლაშქრობისას დავიკარგეთ და უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობდით. ჩვენი მანქანა თოვლში იყო ჩაფლული და მოგზაურობის გაგრძელება ვეღარ შევძელით. გავაგრძელეთ ფეხით სიარული, ძალიან ციოდა. ამ დროს მხოლოდ პოლიციისთვის შეგვეძლო დარეკვა და ასეც მოვიქეცით. დავუკავშირდით საგანგებო სიტუაციების სამსახურს და ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია მივაწოდეთ. მათ დასახმარებლად ნინოწმინდის პოლიცია გამოგვიგზავნეს. მათი დახმარებისა და მზრუნველობისთვის, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რა თქმა უნდა, ნინოწმინდის პოლიციას. მადლობა ყველაფრისთვის!” – წერს ესპანელი ტურისტი.

კომენტარები გამორთულია