ქარმა სილამაზის სალონს სახურავი ახადა – რა ხდება მე-19 მიკრორაიონში

0
701

მე-19 მიკრორაიონში მდებარე სილამაზის სალონს ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა. როგორც “ტელეგრაფს” განუცხადეს, დილიდან ძიერი ქარის გამო დაზიანდა ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტების კედლებიც. სახურავიდან მოგლეჯილი წყლის ავზი კი საავტომობილო გზის მიმდებარედ არის ჩამოვარდნილი. “ტელეგრაფის” ინფომრაციით მე-19 მიკრორაიონში მოხდა ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავის დაზიანება.

ფოტოები გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა.

კომენტარები გამორთულია