22 აპრილი – დედამიწის საერთაშორისო დღე

0
1019

22 აპრილს მსოფლიო „დედამიწის დღეს“ აღნიშნავს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ამ დღეს უკვე მრავალი წელია აღნიშნავს და მას 100-ზე მეტი ქვეყანა და ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ყავს. ფონდის მისიაა, შეაჩეროს გარემოს დაბინძურება და ისეთი მომავალი შექმნას, რომელშიც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ. განათლება პროგრესის აუცილებელი პირობაა და კაცობრიობამ კლიმატის ცვლილებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მეტი უნდა იცოდეს.

პლანეტის დასაცავად ყველა მოქალაქემ ერთდროულად უნდა იზრუნოს, სწორედ ამიტომ 2017 წლის „დედამიწის დღის“ მთავარი მიზანი – მეტი განათლება და გათვიცნობიერებაა. მთავარი აქცენტი კი – ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რესურსების სწორად გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვაზე გაკეთდება.

პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად 190-ზე მეტი ქვეყნის, 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

NO COMMENTS