ავარიას 5 ადამიანი, მათშორის ორსული ქალბატონი ემსხვერპლა

0
360

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 თვის ორსული ქალბატონია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები გამორთულია