ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ხანძრის დროს მოხუცის გადარჩენას ცდილობდა გარდაიცვალა

0
227

ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე ნატო ჭანტურია გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ნატო ჭანტურიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიეწოდა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ათენში, კალითიის მუნიციპალიტეტში 16 აპრილს მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი. სახლში ასევე იმყოფებოდა ასაკოვანი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ნატო ჭანტურია კი, რომელსაც სხეულის 65%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, 22 აპრილს გარდაიცვალა.

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს.

კომენტარები გამორთულია