პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულიდან დაიწყო

0
247

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკაში  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურების“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიება, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველო“–ს ფარგლებში გაიმართა, რომელმაც სტარტი მარნეულიდან აიღო და  მსგავსი ღონისძიებები   ეთნიკურად დასახლებულ სხვა რეგიონებშიც გაგრძლდება.

პრეზენტაციის დასასრულს  გიორგი კეკელიძის ფონდის „გურული დღიურების“ ესეების კონკურსის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც სამ საუკეთესოთა შორის პირველი ადგილი, ქალაქ მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარია გასანოვამ მოიპოვა, რისთვისაც მას ფონდის სახელით, ყოველთვიური სტიპენდია 100 ლარი დაენიშნა. ხოლო მე–5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს  სემა ზეინალოვასა და ილხამა ყურბანოვას  საჩუქარდ წიგნები გადაეცათ.

მარნეულის კულტურის სახლის ფოიეში ასევე გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრმა ოქტაი ქაზუმოვმ მიერ შექმნილი კალენდარის პრეზენტაცია და ფოტოხელოვანის იური მეჩითოვის ლექცია თემაზე ფოტოხელოვნების ისტორია.  ასევე, მოეწყო  გამოფენები აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრების ფოტოების, ადგილობრივი მხატვრის ნინო ცარციძის ნახატების, შაუმიანში  მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების და მარნეულის წითელი ჯვრის მოხალისეების  ხელნაკეთი ნივთების.

კულტურის სახლის დარბაზშივე გაიმართა ღონისძიება ქართველი გამოჩენილი მწერლების  ილია ჭავჭავაძისა და  ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ამავე ღონისძიებაზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით,  საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ წარჩინებული მარნეულელი მოსწავლეებიც.

ღონისძიების დასასრულს  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ღონისძიების ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა.

პროექტი  „მრავალფეროვანი საქართველო“, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივითა და  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარდაჭერით  უკვე მესამე წელია ხორციელდება და ითვალისწინებს  ქართველი მწერლების შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან სადაც, მწერლები გარდა საკუთარი შემოქმედებისა საუბრობენ  კულტურული დიალოგის  გაღრმავების  მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში  მკითხველებთან მართავენ დიალოგს.

კომენტარები გამორთულია