ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა

0
229

ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ოზურგეთში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ასევე მძიმე მდგომარეობაა სოფლებშიც, სადაც სახლებს სახურავები გადამძვრალი აქვს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა. გრიგალის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.

შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად რეგიონის ყველა პრობლემურ ზონაში არიან განაწილებულები. მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მიმდინარეობს ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა. იჭრება დაზიანებული ხეები. ითვლება ზარალი და მიმდინარეობს აღრიცხვა.

კომენტარები გამორთულია