თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 10 ტურას მოკლავენ

0
505

გარემოს დაცვის სამინისტროსა და თეთრიწყაროს მინიციპალიტეტს შორის ტურების რაოდენობის შესახებ რეგულირების ხეკშეკრულება გაფორმდება. აღნიშნილ საკითხთან დაკავშირებით „ტელეგრაფი“ თეთრიწყაროს მუნიციპლაიტეტეს დაუკავშირდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგრძნობლად იმატა გარეული ცხოველების,  ტურებისა და მგლების რაოდენობამ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოქალაქეების ჯამრთელობას, სიცოცხლესა და სამეურნეო საქმიანობას, სწორედ ამან განაპირობა ტურების რაოდენობის რეგულირების საკითხი.

მათივე ინფომრაციით, დაფიქსირდა თავდასხმის არაერთი ფაქტი,  მაგალითისათვის 2017 წლის 28 თებერვალს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ტურამ საკუთარ სახლთან დაკბინა მოქალაქე არკადი თეთრუაშვილი.

„ადამიანზე და შინაურ  ცხოველებზე ტურის თავდასხმის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეული ცხოველების (ტურის) მომრავლებისა და მოსახლეობისათავის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები.“- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

„გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის #146 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდა ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყონებლივ და არ საჭიროებს  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.

თუ თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანზე ან მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. ხოლო გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების ადგილობრივ თვითმმართვლობაზე დელეგირების მიზით სამინისტროსა და თვითმმართველობას შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების  დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულება მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ                           (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის #617 განკარგულება).

ხელშეკრულება ორმხრივია და ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან (ხელშეკრულება ხელმოწერილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ და გაგზავნილია სამინისტროში) და გულისხმობს შემდეგ ღონისძიებებს :

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

რეგულირების განსახორციელებლად გამგეობა ქმნის ჯგუფს, რომელსაც ევალება გარემოდან ტურის 10 ინდივიდის ამოღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტურის ინდივიდების გარემოდან ამოღების პროცესის კონტროლს კი ახორციელებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ნინო ბერიძე
თეთრიწყარო
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია