პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

0
782

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მიმდინარე წლის 29 მაისიდან 26 ივნისამდე პერიოდში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურების შესწავლას, რაც ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.

სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპი.

კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა) და წარადგინოთ პროექტის განხორციელების ადგილის მიხედვით  საოლქო საარჩევნო კომისიაში, 24 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში განხორციელდება (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).

N

მუნიციპალიტეტები, სადაც ხორციელდება პროექტი

აპლიკაციის ფორმები წარედგინებათ საოლქო საარჩევნო კომისიებს შემდეგ მისამართებზე

1

საგარეჯო

საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. #15

2

გურჯაანი

გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18

3

სიღნაღი

სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. №13

4

დედოფლისწყარო

დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №29

5

ლაგოდეხი

ლაგოდეხი, ზაქათალას ქ. #44

6

ყვარელი

ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №34

7

ახმეტა

ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

8

თელავი

თელავი, დავითაშვილის ქ. N2

9

რუსთავი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. #19

10

გარდაბანი

გარდაბანი, აღმაშენებლის ქ.#36

11

მარნეული

მარნეული, რუსთაველის #69

12

ბოლნისი

ბოლინისი, აღმაშენებლის ქ.#68

13

დმანისი

დმანისი, წმინდა ნინოს #39

14

წალკა

წალკა, არისტოტელეს #17

15

თეთრიწყარო

თეთრიწყარო, თამარ მეფის #35

16

თიანეთი

თიანეთი, რუსთაველის ქ. #54

17

დუშეთი

დუშეთი, მ. კოსტავას #23

18

მცხეთა

ქ. მცხეთა, აღმაშენელის #51

19

ყაზბეგი

ყაზბეგი, აღმაშენებლის ქ. #9

20

გორი

გორი, სამების ქ. #1

21

კასპი

კასპი, კოსტავას ქ. #16

22

ქარელი

ქარელი, თამარ მეფის ქ. #24

23

ხაშური

ხაშური, კოსტავას ქ. #7

24

ბორჯომი

ბორჯომი, წმინდა ნინოს  ქ. #11

25

ახალციხე

ახალციხე, რუსთაველის ქ. #45

26

ადიგენი

ადიგენი, ბალახაშვილის ქ. #19

27

ასპინძა

ასპინძა, ერეკლე მეორის ქ. #6

28

ახალქალაქი

ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. #2

29

ნინოწმინდა

ნინოწმინდა, თავისუფლების #23

30

ონი

ონი, ქაფიანიძის ქ. #90

31

ამბროლაური

ამბროლაური, აღმაშენებლის #18

32

ცაგერი

ცაგერი, რუსთაველის ქ. #41

33

ლენტეხი

ლენტეხი, თამარ მეფის ქ. #31

34

ქუთაისი

ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ. #31

35

ხარაგაული

ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #46

36

საჩხერე

საჩხერე, მაჭავარიანის ქ. #41

37

ტყიბული

ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #8

38

თერჯოლა

თერჯოლა, რუსთაველის #117

39

ზესტაფონი

ზესტაფონი, წერეთლის ქ. #5

40

ბაღდათი

ბაღდათი, სააკაძის ქ. #5

41

ვანი

ვანი,თავისუფლების ქ. #63

42

ხონი

ხონი, კაკაბაძის ქ. #2

43

სამტრედია

სამტრედია, რესპუბლიკის ქ. #6

44

ჭიათურა

ჭიათურა, ნინოშვილის ქ. #5ა

45

წყალტუბო

წყალტუბო, ალ. ყაზბეგის ქ. #2ა

46

ოზურგეთი

ოზურგეთი, დოლიძის ქ. #1

47

ლანჩხუთი

ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #76

48

ჩოხატაური

ჩოხატაური, დუმბაძის ქ. #35

49

ზუგდიდი

ზუგდიდი, კოსტავას ქ. #58

50

მესტია

მესტია, თამარ მეფის ქ. #14

51

აბაშა

აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

52

მარტვილი

მარტვილი, გამსახურდიას ქ. #4

53

სენაკი

სენაკი, რუსთაველის ქ. #223

54

ხობი

ხობი, ცოტნე დადიანი ქ. #185

55

წალენჯიხა

წალენჯიხა, სალიას ქ. #3

56

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. #22

57

ფოთი

ქ. ფოთი, 26 მაისის  #7

58

ქედა

დაბა ქედა, წერეთლის ქ. #2

59

შუახევი

შუახევი, ხიმშიაშვილის ქ. #2

60

ხელვაჩაური

ბათუმი, ტაოს ქ. #1

61

ქობულეთი

ქობულეთი, მ. აბაშიძის #10

62

ბათუმი

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. #27

63

ხულო

ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. #9

NO COMMENTS