რუსთავში საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთების ქურდობის ფაქტები გახშირდა

0
1549

„თინა მახარაძეს პალტო რომ მოპარეს ხომ გახსოვთ?  მეც მაშინ მომპარეს ნაცერისფერი, პალტო. იქიდან დღევანდლამდე იყო პირსაწმენდები და სხვა წვრილმანები. დღეს დილით კი, გამთენიას ჩემს მეზობელს შარვლები მოპარეს. ერთი M იყო, ქურდი დაბრუნდა და უკან აივანზე შეაგდო შარვალი. დაახლოებით ამავე დროს, დღის 11 საათისთვის, “ხელს გააყოლა” გაბრიელის ველოსიპედი, ამავე უბნიდან გაბის კლასელის ველოსპედი და “სამაგატკა” , ეს უკანასკნელები სადარბაზოში, მესამე სართულზე, შესასვლელ კართან ეწყო პატრონს … ეს რაც მე ვიცი”….. წერს სოციალურ ქსელში რუთავის მაცხოვრებელი.

მსგავსი ქურდობის ფაქტები რუსთაველებისთვის არც ისე უცხოა და ეს განსაკუთრებით პირველსა და მეორე სართულზე მცხოვრებთ აწუხებთ. ცალკეული ფაქტები კი, ერთი შეხედვით იმდენად „წვრილმანია”, მოქალქეები მომხდარის შესახებ სამართალ დამცავებს არ ატყობინებენ.

 

კომენტარები გამორთულია