სტაჟირების პროგრამა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

0
282

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მისიის განხორციელებაში.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს 10 ქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მოქალაქეებს სთავაზობს ნეიტრალურ და ხელმისაწვდომ სივრცეს დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობისა და წარმართვისათვის. ცენტრების მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი” (ACCESS). დეტალური ინფორმაცია ცენტრების შესახებ იხილეთ: http://www.cce.ge.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების სტაჟირების პროგრამა განხორციელდება 10 ქალაქში: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს ერთი ცენტრის ადგილმდებარეობა და სამოტივაციო წერილში მონიშნოს განთავსების ადგილი. სტაჟირება არის ნახევარ განაკვეთზე და არაანაზღაურებადი, რომელიც დაიწყება 2017 წლის 8 მაისს და დასრულდება 2017 წლის 8 აგვისტოს. ძირითადი, ყოველდღიური მოვალეობების შესრულების გარდა, სტაჟიორს საშუალება ექნება, შეიძინოს პროფესიული უნარები და გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.

მოვალეობები:

** დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება.
** ღონისძიებების მონაწილეთა აღრიცხვა, ღონისძიებების ფოტოგადაღება, შეხვედრების ოქმის შედგენა, სხვა ტექნიკური და ლოგისტიკური დახმარება.
** ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორიისა და ბიბლიოთეკის მომხმარებელთა აღრიცხვა.
** ცენტრის კალენდრის განახლება ვებ გვერდზე.
** ცენტრის ბიბლიოთეკის მოვლა/ორგანიზება, წიგნების და პუბლიკაციების აღრიცხვა.
** ერთი შეხვედრის დამოუკიდებლად ორგანიზება და ჩატარება საზოგადოების ტრადიციულად მოწყვლადი ჯგუფების პრობლემატიკაზე.
** ცენტრის კოორდინატორის და მისი მოადგილის დახმარება ყოველდღიურ საოფისე საქმიანობაში.

სასურველი კვალიფიკაცია:

** სტუდენტი, უფროსკლასელი ან ახალდამთავრებული.
** სამოქალაქო ჩართულობის ან სათემო ინიციატივების გამოცდილება (სასურველი, მაგრამ არასავალდებულო).
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
** ინტერპერსონალური ურთიერთობის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები.
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა ( სასურველი, მაგრამ არასავალდებულო).

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი:

** რეზიუმე განათლების და/ან სამუშაო გამოცდილებით.
** სამოტივაციო წერილი ინტერესებისა და კვალიფიკაციის მითითებით.
** პროფესიული რეკომენდაცია (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელის ან ლექტორის სახელის, ტელეფონის და ელ. ფოსტის მითითებით).

იხილეთ ელ. ფოსტის მისამართები ქალაქების მიხედვით:

ახალციხე: მზია თამარაშვილი, mtamarashvili@cce.ge
ბათუმი: თეონა დიასამიძე, tdiasamidze@cce.ge
გორი: ნათია თუშიშვილი, ntushishvili@cce.ge
ქუთაისი: ქეთი ბიბილეიშვილი, kbibileishvili@cce.ge
მარნეული: ნილუფერ ყურბანოვა, nkurbanova@cce.ge
ოზურგეთი: თამარ კუპრაძე, tkupradze@cce.ge
რუსთავი: ანა მელაშვილი, amelashvili@cce.ge
საგარეჯო: მარიამ ღვთისავრიშვილი, mkhvtisavrishvili@cce.ge
თელავი: ლიკა იმერლიშვილი, limerlishvili@cce.ge
ზუგდიდი: ნათია ბჟალავა, nbjalava@cce.ge

ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: სტაჟირების პროგრამის აპლიკაცია და იმ ქალაქის დასახელება, სადაც აკეთებთ განაცხადს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 26 აპრილი, ოთხშაბათი, 19:00 სთ.

კომენტარები გამორთულია