ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი მარნეულში

0
236

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზასთან, მოქალაქე ტოფიკ ფატდახოვმა მოაჭრა 2 ძირი თუთის სახეობის ხე-მცენარეს ტოტები.

გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1396 ლარი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოს.

კომენტარები გამორთულია