როდიდან გამოიდარებს

0
1248

სინიპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 26 აპრილიდან პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ასევე ქარი 17 -22 მეტრი წამში. ტემპერატურა +7 +12 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, ქარის სიჩქარე 20 -25 მეტრი წამში იქნება. ტემპერატურა +11 +16 გრადუსია ნავარაუდევი.

რუსთავში ხვალ მოსალოდელია უნალექო დღე, ძლიერი ქარი, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 აპრილს საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18 +23 გრადუსი, აღმოსავლეთში კი, +12 +17 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 აპრილიდან თვის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები გამორთულია