გარდაბანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

0
202

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიაში ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თნახმად ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 540 805 ლარია გამოყოფილი.

ტექნიკური მოთხოვნები რომელის პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ასე გამოიყურება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან 2014, 2015 და 2016 წლების განმავლობაში (თითოეულ წელიწადზე ცალ–ცალკე) ჯამში არანაკლებ 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ) ლარის ღირებულების ანალოგიური (შენობა-ნაგებობების მშენებლობა, შეკეთება, რეაბილიტაცია) სამუშაოების გამოცდილების (აქდან ამავე პერიოდში (2014; 2015; 2016) მინიმუმ 1 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ქონდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური ((შენობა-ნაგებობების მშენებლობა, შეკეთება, რეაბილიტაცია) სამუშაოები) დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან შესრულებული სამუშაოების ფორმა #2–ები დადასტურებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის მიერ, ან საგადასახადო ანგარიშფაქტურები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის (მომსახურების) დასახელებაში მითითებული იქნება ანალოგიური სამუშაოები).

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებუილია თავად უზრუნველყოს შემდეგი საკითხები:

  • შემსრულებელი პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე;
  • შემსრულებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები;
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
  • მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 1 თვის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ;
  • მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების განხორციელებამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარ წერილობით აცნობოს ინსპექტირების გამწევს და ფარული სამუშაოები განახორციელოს მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით.
  • მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი საამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.

წინადადებების მღება 11 მაისს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანის სამუშაოების შესასრულებლად 160 დღე აქვს განსაზღვრული.

კომენტარები გამორთულია