,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’ – სისხლის ჩაბარების აქცია რუსთავის მერიაში

0
249

რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და საკრებულოს წარმომადგენლები სისხლის უანგარო დონაციის აქციას – ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’ შეუერთდნენ.
საქველმოქმედო ღონისძიება ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
სისხლის უანგარო დონაციის აქცია – თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’, ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად იმართება და საჭირო სისხლის, ასევე სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად.
მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიება რუსთავის მერიაში პერიოდულად ტარდება.

კომენტარები გამორთულია