რუსთავის “რუსთავი” 3:2 ზუგდიდის “ზუგდიდი”

0
223

დღეს ფოლადის სტადიონზე დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა. რუსთავის “რუსთავი” ზუგდიდის “ზუგდიდს” დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა მეტოქე.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი გოლი სტუმრებმა მე-6 წუთზე გაიტანეს. “რუსთავმა” ანგარიშის გათანაბრება პირველი ნახევრის ბოლოს 44-ე წუთზე ჩიმაკაძის გოლით შეძლო და ბოლო წუთზე დაწინაურდა კიდეც გოგინაშვილის გოლით.
მეორე ნახევარში სტუმრებმა ისევ გაათანაბრეს და ერთმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, რომელიც მეორე ნახევრის მიწურულს ჩიმაკაძემ გაიტანა.
საბოლოოდ მატჩი 3:2 “რუსთავის” სასარგებლოდ დასრულდა.

რუსთავის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა

კომენტარები გამორთულია