სპორტსმენმა მონიკა არქანიამ პროფესიონალურ კრივში გამარჯვება მოიპოვა

0
698

რუსთაველმა სპორტსმენმა მონიკა არქანიამ პროფესიონალურ კრივში დედოფლისწყაროელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

როგორც სპორტსმენი “ტელეგრაფთან” საუბრისას აღნიშნავს ეს იყო მისი დებიუტი პროფესიონალურ კრივში, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

“მე და ჩემმა  მწრთვნელმა გადავწკვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა პროფესიონალურ კრივში. დღეს შედგა ჩვენი დებიუტი და შევხვდი 20 წლის გოგონას დედოფლისწყაროდან. ჩავატარე 4 რაუნდი 3 წუთიანები და ამ დაძაბულ ბრძოლაში ოთხივე რაუნდი მოვიგე. ბრძოლას მოყვა მთავარი ორგანიზატორების მხრიდან გამოხმაურება რომ კიდე რამდენიმე ბრძოლა უნდა ჩატარდეს საქარტველოში,  შემდეგ კი ევროპაში, სადაც პირადად მე მექნება ბრძოლა” – ამბობს მონიკა არქანია.

შეჯიბრის ორგანიზატორი პროფისიონალური კრივის ფედერაცის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი იყო.

კომენტარები გამორთულია