წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

0
339

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, შპს „რამინ 2016“, მიწისქვეშა ჭაბურღილიდან მოიხმარს წყალს სამეწარმეო საქმიანობისთვის, კერძოდ მაღაზიისთვის, რომელზეც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაცემული არ არის.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია