დრონების 400 ფუტზე მაღლა ფრენა სპეციალური თანხმობით იქნება შესაძლებელი

0
462

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის პროექტს, მარეგულირებელი ნორმები დაემატა:

“დაშვებული სიმაღლე – 400 ფუტი გავრცელდება უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე მხოლოდ ღია კატეგორიაში, შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხმობის საფუძველზე (სპეციფიკური კატეგორია)”.
სააგენტოს ცნობით, მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან. ხოლო, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან, ხოლო სერტიფიცირების ნაწილი ამოქმედდება 2020 წლის პირველი იანვრიდან.
ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საჰაერო ხომალდის მფლობელებსა და ოპერატორებს შეუძლიათ საბოლოო შენიშვნები და წინადადებები მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგინონ.

კომენტარები გამორთულია