ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანი – ქართველი ახალგაზრდების გამოგონება

0
998

23 აპრილს, 20:00 საათზე Impact Hub Tbilisiში დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი, Garage48, სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა განავითარეს კრეატიული იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს მენტორებთან ერთად. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი ჯილდო თიბისი ბანკისგან (I ადგილი – 3000 ლარი, II ადგილი – 2000 ლარი, III ადგილი – 2000) და ერთთვიანი ულიმიტო წევრობა Impact Hub Tbilisi-ში.

უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: I ადგილი – RehabGlove – ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანის გამომგონებელმა ახალგაზრდებმა დაიკავეს.

გიორგი ცხოვრებაძე (ჰაკათონის I ადგილზე გასული გუნდის წარმომადგენელი): “ჩვენ გუნდში ვიყავით ოთხნი, მე, ლუკა ცხოვრებაძე (ჩემი ძმა), ნიკა ჯებირაშვილი და გიორგი სხირტლაძე. მე ვსწვალობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ჩემი ძმა დიმიტრი MITში, ამერიკაში, ლუკა სწავლობს სკოლაში, კომაროვში, ნიკა ჯებირაშვილი სწავლობს აგრარულში და გიორგი სხირტლაძე – თავისუფალში. ჩვენ გავაკეთეთ ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანი, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თერაპიებს ვირტუალურ რეალობაში, რომ რეაბილიტაცია იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ეფექტური და სახალისოც. ინსულტის რეაბილიტაცია ძალიან ძვირი ჯდება, დაახლოებით, 11 000 დოლარი წელიწადში და ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ ეს და გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი რეაბილიტაცია და ასევე, ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომ გავაუმჯობესოთ არსებული სარეაბილიტაციო მეთოდები და გავხადოთ უფრო სახალისო იმიტომ, რომ რეაბილიტაციის დროს, პაციენტის მოტივაცია ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რამდენად სწრაფად მოხდება რეაბილიტაცია და ამიტომ, ამ ხელთათმანის დახმარებით, პაციენტმა, ვირტუალურ რეალობაში, უნდა ითამაშოს რაღაც თამაშები. ეს თამაშები იქნება დაფუძნებული ფსიქოლოგიურ თერაპიებზე და ასევე, თამაშის დროს, ამ ხელთათმანით, პაციენტი გააკეთებს ფიზიკურ თერაპიას. თან მოტივაციაც მოემატება იმიტომ, რომ თამაშებს ითამაშებს, ყველას უყვარს თამაში. პრეზენტაცია გავაკეთეთ, დაახლოებით, 3 წუთიანი და ამ პრეზენტაციის დროს, გუნდის წევრმა გააკეთა დემონსტრაცია – ლაივდემო“.

 

NO COMMENTS