მეგობრობის გამზირზე რუსთაველის ბიუსტის დემონტაჟი განხორციელდა

0
760

ქალაქ რუსთავში #1 მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შოთა რუსთაველის ბიუსტის მონტაჟი და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნულ სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს GP-Company შეასრულებს. ტენდერის მიხედვით რომელიც რუსთავის მუნიციპლაიტეტმა 15 თებერვალს გამოაცხადა, ადგილზე სადაც ბიუსტი გადავა, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყობა გაზონები და განათების სისტემა. ასევე დამონტაჟდება ბეტონის ფილები და ბორდიურები.

როგროც ცნობილია წლების ნანძილზე, რუსთაველის ბიუსტი მეგობრობის გამზირზე იდგა, მის უკან სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტების არსებობა კი რუსთაველების ნაწილის პროტესტს იწვევდა. ტერიტორიაზე წლების წინს მწერალთა სახლი იყო თუმცა მისი გაყიდვის შემდეგ, იქ სხვადასხვა კომერციუული ობიექტები ბიუსტს სახეს უკარგავდა.

დემონტაჟის ფოტოები:

 

კომენტარები გამორთულია