მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა

0
208

მსოფლიოს მოსახლეობის მთვლელის მონაცემებით, პლანეტის პოპულაციამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა და ამჟამად რაოდენობა 7 500 397 000 ათასზე მეტს შეადგენს.  წელს 44,5 მილიონი ადამიანი დაიბადა და 18,4 მილიონი გარდაიცვალა.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი 30 წელზე ახალგაზრდაა. ყველაზე ახალგაზრდა ერი და ქვეყანა ნიგერიაა, რომლის 189 მილიონიანი პოპულაციის ნახევარზე მეტი 15 წელზე პატარა ასაკისაა, ხოლო ყველაზე ხნიერი ქვეყანა მონაკოა, რომლის მოსახლეობის 50%-ზე მეტი 50 წელზე მეტისაა.

ქვეყნებს შორის პოპულაციით ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომლის მოსახლეობაც ბოლო მონაცემებით მილიარდ სამასოთხმოცდახუთი მილიონია.

წყარო: https://thenextweb.com

კომენტარები გამორთულია