მუნიციპალურ გზებზე და ავტომაგისტრალებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება

0
548

უახლოეს თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე ვიდეორადარების სისტემის დამონტაჟების პროექტი დაიწყება, ამის შესახებ განცხადება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ გააკეთა.

პროექტი შესაბამის უწყებას საშუალებას მისცემს გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს არ იცავენ.

„ჯერ კიდევ შარშან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლება უახლოეს თვეებში იწყებს უპრეცედენტო ვიდეო რადარების სისტემის დამონტაჟების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალურ გზებზე, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასევე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ფეხით მოსიარულეთა დაზიანება და სხვა სახის დარღვევები სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ეს საშუალებას მოგვცეს, რომ გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რასაც სამწუხაროდ, სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე“ – ამბობს გიორგი სეთურიძე.

კომენტარები გამორთულია