პატიმრობაში მყოფ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

0
218

რუსთავის საკრებულომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება ცნობად მიიღო, რის საფუძველზეც გრიგოლ კამკამიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ კამკამიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ამასთან ერთად, მას დაეკისრა 20 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა.
ქალაქ რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, გრიგორ კამკამიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2016 წლის ზაფხულში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

კომენტარები გამორთულია