როგორ მოხდება რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალ შტატებზე თანამშრომელთა მიღება

0
592

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალში 20 ახალი შტატი შეიქმნა. აღნიშნული შტატი აღმზრდელის თანაშემწის დამხმარის პოზიციაა.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა, როდის მოხდება ვაკანსიების გამოცხადება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აღმზრდელის თანაშემწის დამხმარეები. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი, ეკა ხუციშვილი ამბობს, საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არა არის მიღებული.

„ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, მხოლოდ ის ვიცი რომ კანონი მავალდებულებს შტატები შევქმნა და ადამიანები შევიყვანო ბაღებში. ბაზა ჩვენ გვაქვს უკვე, იმდენი განცხადებაა შემოსული რომ, ამ განცხადებებიდან დავიწყებთ კანდიდატების არჩევას. რამდენიმე განცხადებას ავარჩევთ, დავიბარებთ  და გავესაუბრებით, ვინც იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც გამოცდილებაც აქვს, შეხება ქონია და შესაბამისი განათლებაც აქვს მიღებული, სწორედ ასეთ ხალხს მივიღებთ“ – ამბობს ეკა ხუციშვილი

როგორც ირკვევა კონკრეტული კრიტერიუმები აღნიშნულ ვაკანსიაზე არ არსებობს, ხუციშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ბავშვების სიყვარულია.

 

კომენტარები გამორთულია