რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მოკრივე ლაშა გურულს, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა

0
326

კრივში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის და ოცდაორ წლამდელებს შორის ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის, რუსთაველ მოკრივე ლაშა გურულს დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ მადლობის სიგელი და საჩუქრები გადასცეს. ქალაქის პირველმა პირმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალგაზრდა სპოტსმენს მადლობა გადაუხადეს და შემდგომი სპორტული წარმატებები უსურვეს. როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. სისტემატურად ხდება ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისება, იმისათვის, რომ მათ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ. ლაშა გურული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველია, ვინც კრივში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა. ლაშა გურულმა რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 5 შეხვედრა ჩაატარა, პირველ შეხვედრაში რუსი მეტოქე დაამარცხა, ასევე დამაჯერებლად მოუგო მომდევნო სამ მეტოქეს და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები გამორთულია