BBC-ის ოჯახი – მამის ინტერვიუს ჩამშლელ ბავშვებზე მულტფილმი შექმნეს

0
445

BBC-ის პირდაპირ ეთერში მომხდარმა კურიოზმა სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცა და იუთუბის ოფიციალურად შეემატა ახალი ვარსკვლავური ოჯახი.
სოცილურ ქსელებში მათ როგორც BBC-ის ბავშვებად, BBC-ის ოჯახად მოიხსენიებენ.

პირდაპირ ეთერში, ექსპერტი რობერტ კელი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრობდა, როდესაც ოთახში მისი შვილები შეიჭრნენ. ბავშვებს მალევე მოჰყვა მათი დედა, რომელიც ოთახში ელვისებური სისწრაფით შევარდა, ისინი ოთახიდან გაიყვანა და კარებიც „ორიგინალურად“ დაკეტა.

ვიდეო ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს.

Hans studio-მ მამის ინტერვიუს ჩამშლელ ბავშვებზე მულტფილმიც კი შექმნა. მულტფილმი მინა და ჯეკის თავდაგადასავლების შესახებ არის, რომლებიც მამას მუშაობაში ხელს უშლიან.

შეგახსენებთ, რობერტ კელი, რომელიც პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია, სამხრეთ კორეაში 2008 წლიდან ცხოვრობს. ჰყავს კორეელი მეუღლე და ორი შვილი – ოთხი წლის მარიონი და ცხრა თვის ჯეიმსი.

პირდაპირ ეთერში კელის მცირეწლოვანი შვილები მაშინ გამოჩდნენ როდესაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სერიოზულ შეკითხვას პასუხობდა. ოთახში თავდაპირველად მისი უფროსი შვილი „შეიჭრა“ და მის უკან ცეკვა დაიწყო.

კელი შეეცადა შვილისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მისი პრობლემა მალე გართულდა, რადგან ოთახში მეორე ბავშვი შევიდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლების უმეტესობა, ბავშვების „შეჭრაზე“ მეტად, ოთახში დედის “შევარდნამ” გაამხიარულა, რომელიც რატომღაც ყველამ ჩათვალა , რომ მათი ძიძა იყო, მათ შორის სხვადასხვა მედიასაშუალებამაც. დედამ ბავშვებს ნერვიულად დასტაცა ხელი და მათი ოთახიდან გაყვანა სცადა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფროსი გოგონა გაჯიუტდა და ოთახში დარჩენას მოითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ქალმა მათი გაყვანა მოახერხა და მამას ინტერვიუს გაგრძელების საშუალებაც მისცა.

„შემეშინდა, რომ BBC აღარასოდეს დამირეკავდა” – იხუმრა კელიმ. “როდესაც ვიდეო ვნახე, ეს იყო მოულოდნელობის, არეულობისა და გაუგებრობის ნარევი… ასევე სიყვარულისა და სითბოსი. ვფიქრობ, ეს საშინლად საყვარელი იყო. ნამდვილად ძალიან სასაცილოა“ – განაცხადა მოგვიანებით პროფესორმა.

პროფესორმა ოჯახთან ერთად პრესკონფერენციაც მოაწყო და ბიბისის ლაივზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. პრესკონფერენციის მთავარი გმირები კი კვლავაც ბავშვები გახდნენ, უფრო კონკრეტულად კი უფროსი გოგონა მარიონი. როგორც ჩანს მარიონი ინტერვიუებისგან გადაიღალა, რადგან პრესკონფერენციაზე ზედმეტად სერიოზულად გამოიყურებოდა, რაც ინტერნეტმემეების ინსპირაციაც გახდა.

კომენტარები გამორთულია