რუსთავის მერიის 2016 წლის ადმინისტრაციულმა ხარჯმა ოთხმილიონნახევარზე მეტი შეადგინა

0
574

რუსთავის მერიის 2016 წლის ადმინისტრაციულმა ხარჯმა 4 596 765 ლარი შეადგინა.

აქედან  4 100 000 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. მათშორის 2 600 000 ლარი არის თანამდებობრივი სარგო, 910 500 პრემია, ხოლო  594 648 დანამატი. 

აღნიშნული თანხები 2016 წელს რუსთავის მერიაში დასაქმებულ 260 შტატიან და 30 უშტატო თანამშრომელზე გადანაწილდა.

მერიამ გასულ წელს დამატებით 284,138 ლარი დახარჯა შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე.

2016 წელს რუსთავის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯმა 64,710 ლარი შეადგინა, მივლინებებში დახარჯულმა თანხამ კი 90,288 ლარი. 

ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციისათვის გასულ წელს 47,397 ლარი დაიხარჯა. მერის სარგებლობაში 2016 წელს 74 ავტომობილი ფიქსირდება.

რუსთავის მერიის მიერ გასული წლის მანძილზე დახარჯული საწვავის საერთო ღირებულებამ  180,232 ლარი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ადმინისტრაციული ხარჯები 2015 წლის მონაცემებთან შედარებიოთ მომატებულია, ხოლო 2014 წელთან შედარებით უმეტესად შემცირებული.

ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯი
თანამდებობრივი სარგო
პრემიის ხარჯი

 

დანამატის ხარჯი
შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა
შტატგარეშეთა რაოდენობა
შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ხარჯი

 

წარმომადგენლობითი ხარჯი

 

მივლინების ხარჯი

 

ავტომობილების რაოდენობა

 

ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯი

 

საწვავის ხარჯი

კომენტარები გამორთულია