კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება

0
281

30 აპრილს, წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება.

წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს 48-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობას, ჯვარს და სააღდგომო ეპისტოლეს საჩუქრად გადასცემენ.

ნათლობის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს.

ამჟამად პატრიარქს უკვე 30 981 ნათლული ჰყავს. 47-ე ნათლობა წელს 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა.
აღნიშნულის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.

კომენტარები გამორთულია