10 წლით უფროსმა კაცმა 17 წლის გოგო გაიტაცა

0
1125

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელს თაქალოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს დაახლოებით დღის 11 საათისთვის 17 წლის გოგონა გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 კლასელი გოგონა დაახლოებით 10 წლით უფროსმა კაცმა გაიტაცა, გამტაცებლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცების მიზეზს გამოძიება დაადგეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით ორიდან ოთხ წლამდე.

 

კომენტარები გამორთულია