“კარგი იქნება თუ შეღავათებს სხვა სპორტის სახეობებსაც გაუკეთებთ” – ტარიელ ხეჩიკაშვილი

0
118

“კარგი იქნება თუ შეღავათებს სხვა სპორტის სახეობებსაც გაუკეთებთ” -ამის შესახებ განცხადება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ავტოდრომზე, ადგილობრივ თვითთმართველობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მინისტრმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც კონკრეტულად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი სარგებლობს. საქმე ეხება ქონების გადასახადის შემცირებას, რომელზეც გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულომ ავტოსპორტის განვითარების მიზნით მიმდინარე წლელს მიიღო. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 მარტის #193 დადგენილებით, ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა ავტო-მოტო სპორტის დარგში და დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1% ოდენობით განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ავტოდრომის განვითარებისთვის, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია. შესაძლებელი გახდება, ამ ცვლილების შედეგად გამოთავსიუფლებული თანხის რეინვესტირება სპორტის ხელშეწყობაში.

მინისტრმა რეგიონში სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე და მის მნიშველობაზე ისაუბრა.

კომენტარები გამორთულია