მარნეულში გატაცებული არასრულწლოვანის ძებნა გრძელდება

0
389

როგორც „ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მარნეულში გუშინ გატაცებული 17 წლის გოგონას ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელს თაქალოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან 28 აპრილს დაახლოებით დღის 11 საათისთვის 17 წლის გოგონა გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 კლასელი გოგონა დაახლოებით 10 წლით უფროსმა კაცმა გაიტაცა, გამტაცებლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცების მიზეზს გამოძიება დაადგეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები გამორთულია