მარნეულში გატაცებულ გოგონას და გამტაცებელს პოლიციაში კითხავენ

0
726

არნეულში გუშინ გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ტელეგრაფს” განუცხადეს ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია და გოგონაც და მამაკაციც პოლიციის შენობაში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციის მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელს თაქალოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან 28 აპრილს დაახლოებით დღის 11 საათისთვის 17 წლის გოგონა 28 წლის ბიჭმა გაიტაცა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები გამორთულია