რუსთავში ბუნებრივ აირზე მომუშავე ტაქსი აფეთქდა

    0
    461

    დაახლოებით ერთი საათის წინ, რუსთავში ბუნებრივ აირზე მომუშავე, ნისანის მარკის მინივენი აფეთქდა.

    გავრცელებული ინფორმაციით 35 წლამდე მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ სიგარეტზე მოკიდების შემდეგ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოსა და საპატრულოს ეკიპაჟები.

    დაშავებულს, რომელსაც სხეულის მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, პირველადი დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თბილისში, დამწვრობის ცენტრში იქნა გადაყვანილი.

    კომენტარები გამორთულია